საგარანტიო ხელშეკრულება და პირობები

 

დაბრუნების პირობები

14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომხმარებელს უფლება აქვს,

გამყიდველს დაუბრუნოს ონლაინ შეძენელი ტექნიკა, მიზეზის/საფუძვლის მითითების გარეშე.

დაბრუნების ვადა აითვლება:

მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან.

ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.

მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან.

საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

საგარანტიო პირობები:

საგარანტიო მომსახურების მისაღებად მყიდველმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი

საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება:

– თუ გასულია საგარანტიო ვადა

– ტალონის გადასწორების შემთხვევაში

– თუ ტექნიკას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება, მაგალითად: დავარდნის შედეგად დაზიანება, ნაკაწრები, გატეხილია ეკრანი, წყლით გამოწვეული დაზიანება.

– არასტანდარტული ძაბვის დაზიანებაზე – როცა დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმართაობით

– თუ ტექნიკაზე, აღენიშნება შეკეთების მცდელობა

საგარანტიო ვადები და პირობები:

ქარხნული წუნის შემთხვევაში, ნივთი გადაცვლას ექვემდებარება გაყიდვიდან 14 დღის განმავლობაში,
ამ ვადის გასვლის შემდეგ მყიდველს შეუძლია მოითხოვოს შეძენილი პროდუქციის შეკეთება 12 თვის განმავლობაში.
თუ ნივთის საგარანტიო მომსახურებაზე დატოვებიდან 45 დღის განმავლობაში ვერ მოხდა მისი შეკეთებას, ასეთი ნივთი შეიცვლება იმავე სახის ან იმავე ღირებულების სხვა ნივთით